დოკუმენტზე ხელის არმოწერის შემთხვევაში, კობახიძე ენმ-ს ულტიმატუმს უყენებს

მმართველი გუნდის, თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, დოკუმენტზე ხელის არმოწერის შემთხვევაში, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ულტაიმატუმს უყენებს. კობახიძის განცხადებით, თუ “გონივრულ ვადაში ენმ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერს ვერც სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთვება და ვერც – პრივილეგიებით ისარგებლებს.

“თუ ნაციონალური მოძრაობა მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნებდა. გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს”, – თქვა კობახიძემ.