დოლ-გარმონი და შაბაშები – კახა კახიშვილმა მეორე ტურში გამარჯვება აღნიშნა (ვიდეო)

ისანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გამარჯვება დოლ–გარმონით აღნიშნა. ვიდეოში, რომელიც Newsreport.ge–ს ოცნების შტაბიდან მიაწოდეს, ჩანს, რომ კახა კახიშვილი მუსიკოსებს ე.წ. შაბაშებს აძლევს.

არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, კახა კახიშვილმა ხმების  92.15% მიიღო.