დონეცკში უკრაინელების იერიშის შედეგად რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერი დაიჭრა

ანექსირებულ დონეცკში უკრაინელების იერიშის შედეგად რუსეთის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი  დმიტრი როგოზინი დაიჭრა.

“ზურგში დამჭრეს, ვიცოცხლებ. ნამსხვრევი ხერხემლიდან 1 სანტიმეტრშია”- განაცხადა როგოზინმა Russia Today-ისთან ინტერვიუში.

მასთან ერთად  დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვიტალი ხოცენკოც დაჭრეს. როგოზინმა საკუთარი დაჭრის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა.

“დონეცკის შემოგარენში დაიბომბა სასტუმრო, რომელშიც სამხედრო მრჩეველების ჯგუფი ცხოვრობდა, დმიტრი როგოზინის მეთაურობით. დმიტრი ოლეგოვიჩი ზურგში დაიჭრია, ის ჰოსპიტალიზებულია. მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- ამის შესახებ რაგოზინის თანაშემწემ განაცხადა.

როგოზინი და ხოცენკო დაჭრეს რესტორან „შეშ-ბეშში“, სადაც როგოზინმა დაბადების დღე აღნიშნა (მას 21 დეკემბერს 59 წელი შეუსრულდა).

აღნიშნული დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და არიან დაღუპულებიც.