ხუთშაბათი, 25 აპრილი , 2024, 08:12

დროა ამერიკა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას – ენტონი ფაუჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მიუხედავ იმისა, რომ კვლავ არსებობს COVID-19-ის გავრცელების რისკი, დროა, ამერიკა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

“მთელი მსოფლიო და ამერიკა, განსაკუთრებით ამერიკის რამდენიმე რეგიონი, COVID-19-ის ტყვეობაშია, მათ სჭირდებათ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას”. – განაცხადა ფაუჩმა.

ენტონი ფაუჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა რეგულაციას ერთდროულად გაუქმება სწორი ნაბიჯი არ არის, თუმცა “საჭიროა დავიწყოთ ამისკენ სწრაფვა”.- აღნიშნა ფაუჩმა.