დროა რუსებმა იდარდონ აბრამსების უკრაინისთვის გადაცემაზე – CIA-ს ყოფილი უფროსი

დროა კრემლმა დაიწყოს ფიქრი უკრაინისთვის ამერიკული აბრამსის ტანკების მიწოდებაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო – ამის შესახებ CIA-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა და ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ძალების ყოფილმა მეთაურმა დევიდ პეტრეუსმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის დასავლური ტანკების მიწოდება „კრიტიკულია“ როგორც სიმბოლურად, ისე არსებითად.

”არსებითად, ტანკები, რა თქმა უნდა, არის ნებისმიერი კომბინირებული შეიარაღების შეტევითი ოპერაციის ცენტრალური ნაწილი”, – თქვა პეტრეუსმა.

CIA-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ომის წარმატებით წარმართვისთვის საჭირო იქნება მთელი რიგი იარაღი და ჯარების ტიპები – ქვეითი, საინჟინრო ჯარები, საბრძოლო მანქანები, არტილერია, საჰაერო თავდაცვა და ა.შ.

“ეს ყველაფერი ერთად უნდა გაერთიანდეს. მაგრამ ეს ყველაფერი თავმოყრილია მთავარი საბრძოლო ტანკების გარშემო”, – თქვა მან.

პეტრეუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა მიიღებს თანამედროვე დასავლურ იარაღს, მათ შორის ტანკებს. და ეს იარაღი აღემატება ძველ საბჭოთა იარაღს.

“აძლევს თუ არა ეს მნიშვნელოვან ახალ პოტენციალს უკრაინას? მე მზად ვარ თამამად განვაცხადო, რომ დიახ! უნდა ინერვიულონ თუ არა რუსები ამაზე? აბსოლუტურად!”, – დაასკვნა ექსპერტმა.