დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით – გიორგი მარგველაშვილი უცხოელ პარტნიორებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას უცხოელ პარტნიორებს მიმართა, რომ იქ მდგომი ხალხის გვერდით დადგეს.

“ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები, შეურაცხყოფილები და ცოტა გაოცებულებიც, რადგანაც ვერც ერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ისტორიის. ვერ ისწავლა იმის გაკვეთილი, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებ. როგორც შეიძლება საკუთარ თავს ამ ხალხის მთავრობას უწოდებდე და არ იცოდე მათი ისტორია? აქ ვხედავ იმ ახალგაზრდობას, რომელსაც გადავაბარებთ მომავალ ხელისუფლებას – ის თქვენ ხელშია. მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაც “ოცნება” შემოხაზეს – კიდევ კარგი, ჩვენ დღეს აქ ვართ. ასევე მინდა მივმართო უცხოელ პარტნიორებს! როდესაც რუსთაველი ასე ივსება, არც ერთხელ არ ყოფილა, რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს და დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით”,– განაცხადა მარგველაშვილმა.