დროში ვერ ვეტეოდი, სააკაშვილთან ერთად გადავწყვიტეთ, მომეხსნა კანდიდატურა – დევი ჭანკოტაძე

გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში, ამბობს, რომ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილტან ერთად მიიღო. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ დროში ვერ ეტეოდა.

“მოდიოდა ზარები ჩვენი ყოფილი მებრძოლებისა და ჩვენი ვეტერანების. ყველას უნდოდა ჩემთან შეხვედრა. დროში ფიზიკურად ვერ ვეტეოდი. გადავწყვიტეთ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომ მომეხსნა მე ჩემი კანდიდატურა და გადავერთე რეგიონებში სასიარულოდ.

ხვალ მინდივარ ქალბატონ ნანუკასთან ერთად და იქედან ვიწყებ ჩემი ყოფილი ოლქიდან მუშაობას და მერე გადავერთვები – ყველა მაჟორიტარის ოლქში ჩავალ,” – ამბობს დევი ჭანკოტაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი ნომერი იქნება ის ნაციონალური მოძრაობის სიაში, ჭანკოტაძე პასუხობს, რომ “ცოტა ინტრიგა დავტოვოთ ამ საკითხში. გადაწყვეტს პარტია, რა ნომერი ვიქნები.”

ცნობისთვის, სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში ენმ-ს და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.