დუბლინში კაცმა სატვირთოთი რუსეთის საელჩოს კარიბჭე შეანგრია (ვიდეო)

Independet-ის ცნობით, დუბლინში მამაკაცმა შეანგრია რუსეთის საელჩოს კარიბჭე, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.

შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. კადრებში, რომელსაც RTE ავრცელებს, ჩანს, რომ სატვირთო ჭიშკარს უკუსვლით შეეჯახა.