დუგინი თბილისში დაჯარიმებულ მოძალადეებს ჯარიმის თანხას უგროვებს

პუტინის ცნობილი იდეოლოგი, ალექსანდ დუგინი თბილისში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე მოძალადეებს ჯარიმის თანხას უგროვებს. ის რამდენიმე დღეა საკუთარ Facebook-ზე აქტიურად აზიარებს ანგარიშის ნომრებს, სადაც პუტინისტური ჯგუფები ჯარიმის ფულს აგროვებენ.

გარდა ამისა, ის აზიარებს პრორუსული “ალტ–ინფოს” მასალებს, რომელზეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებია ასახული.

ალექსანდ დუგინი მოძრაობა “ერის” დამფუძნებლის, ლევან ვასაძის ახლო მეგობარია. ვასაძე მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეხვდა.