დუშეთში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს

დუშეთში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.