“დღევანდელი ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი ღიად ახდენს სამოქალაქო ომის პროვოცირებას, რაც თბილისში რუსული ტანკებით დასრულდება.

ძალიან უნდა ვიფრთხილოთ და არ ავყვეთ ემოციებს და არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა მხოლოდ მშვიდობასა და ერთიანობაშია.

ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა გამარჯვებამდე!

თბილისიდან აუცილებლად აფრინდება ვერტმფრენი, მაგრამ არა მოსატყუებელი ფეიკი, მგზავრის გარეშე. თბილისიდან აუცილებლად აფრინდება ვერტმფრენი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა!”

წერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფში გადაიყვანეს.