„დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, რადგან მიმაჩნია, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება არის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე და მათი აქცია. ამ საქმეში აქამდეც არ ჩავრეულვართ და ახლაც არ ვაპირებთ ჩარევას, თუმცა კოლეგებს წარმატებას ვუსურვებთ. მთავარი ამოცანაა იმაში, შეგიძლია თუ არა ხალხს დაანახო უსამართლობა, ამ იდეით აანთო და ქუჩაში გამოიყვანო. სკეპტიკური ვარ იმის მიმართ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გადათავისუფლებლად ქუჩაში გამოვიდეს. მით უმეტეს, მაშინ, როცა არ იცი, გამარჯვების შემთხვევაში, რა გელოდება და როგორ საქართველოში იცხოვრებ. ვიდრე ამას არ იტყვიან, ამ აქციაზე უფრო ნაკლები ადამიანი მივა“

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.