დღეიდან ესტონეთში რუსები უკვე გაცემული შენგენის ვიზებითაც ვეღარ შევლენ

დღეიდან ესტონეთში ვეღარ შევლენ რუსები, რომლებსაც უკვე აქვთ ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზები. შეზღუდვები შეეხება ტურიზმის, სპორტული და კულტურული ღონისძიებების მონახულების და გასართობი მიზნებისთვის შენგენის ზონაში შესვლას. მათ, ვინც ქვეყანაში 18 აგვისტომდე ჩავიდა, უკან არ გააგდებენ, თუმცა ქვეყნიდან გასვლისას მათი ვიზები ანულირდება.