დღეიდან მეტრო ისევ ღამის 12 საათამდე იმუშავებს

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. თბილისის მერიაში განაცხადეს, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00 საათიდან 11:00 საათამდე მუშაობდა.