დღეიდან საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა უქმდება

დღეიდან საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ -კვირის გარდა.

სამთო კურორტებზე  საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით იხსნება;

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლითაც ნებადართულია. როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

შრომის ინსპექცია და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები მონიტორინგს განახორციელებენ და დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ  ჯარიმა 10 ათასი ლარია, ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი. ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.