დღესაც გელოდებით, ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი ბარი ფუნქციონირებას დღესაც გააგრძელებს და შეზღუდვებს არ დაემორჩილება.

“დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში.

ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება.

when injustice becomes law, resistance becomes duty – უცნობი ოსი ავტორი”,– წერს ჯაფარიძე Facebook–ზე.

ზურა ჯაფარიძემ ბარი დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გუშინ გახსნა. ის აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო შრომის ინსპექციამ 2000 ლარით დააჯარიმა, თუმცა გირჩის ლიდერი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, განმეორებითი შემთხვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.