დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 445 თბილისიდანაა, 437 აჭარიდან

დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში გამოვლინა, 437 აჭარაში, 388 კი იმერეთში. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გაავრცელა.

“თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში 437, იმერეთში 388, ქვემო ქართლში 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 511 მძიმე პაციენტია, მათგან მართვითი სუნთქვის აპარატი 128 პირს სჭრიდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 095 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.