დღეს პარლამენტს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომამარაგება ნაწილობრივ შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დღეს საქართველოს პარლამენტს 10:00–დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონის 30 ქუჩასაც:

“მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, აბაკელიას, ძმები ზუბალაშვილების, ცხემის, ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, ზიჩის, ჟორდანიას, შევჩენკოს, ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ბარნოვის, გურიის, 8 მარტის, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ტარიელის, ცემის, ბორბლის, რიწის, ლაღიძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვეძინის, არსენას, თხინვალის, ჩაბალის, გიგაურის, ლიხის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მოსახლეობას”,– წერია თელასის განცხადებაში.

ჩვენს დამაზუსტებელ კითხვაზე, რუსთაველის რა მისამართებს შეუწყდება ელექტრომომარაგება, თელასი გვპასუხობს, რომ დენი 6 და 8 ნომრებში გაითიშება, სადაც საქართველოს პარლამენტი და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მდებარეობს.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება. აქცია 14:00 საათიდან დაიწყება.