დღეს რუსების მიერ გასროლილი ყველა “კალიბრის” რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინა

დღეს რუსების მიერ გასროლილი ყველა “კალიბრის” რაკეტა ჩამოვაგდეთ – ამის შესახებ, ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს. რუსებმა უკრაინას შავი ზღვიდან ოთხი “კალიბრის” ფრთოსანი რაკეტა ესროლეს, რომელთა განადგურებაც უკრაინელებმა მოახერხეს.

“დღეს, 8 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე სამხრეთიდან, ოკუპანტებმა შავი ზღვიდან “კალიბრის” ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ ყველა რაკეტა ჩამოაგდო”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.