დღეს საქართველოს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ოქტომბერს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. ის ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

გარდა ამისა, ივან კორჩოკი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

კორჩაკთან ერთად საქართველოში ჩამოვა სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.