დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ თავისუფლებასაც.. – მიხეილ რამიშვილი

გარდავლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება მისი ტელეფონიდან პირად, კონფიდენციალურ ინფორმაციას იღებს. რამიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ რის გამო ჩამოართვეს ტელეფონი, მაგრამ ამბობს, რომ იქ ვერაფერს იპოვიან.

“ჩემი მობილური ტელეფონი იქნა დალუქული და შესამოწმებლად მიაქვთ, რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. ჩემ ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან, ყველაფერს გააკეთებენ, მე ამის არ მეშინია. არ უნდათ, რომ ამ საქმეში მე ვიყო, რადგან იმ ინფორმაციებს ვაჟღერებ, რომლის მიხედვითაც, ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს, ეს გოგო არის მოკლული”, — განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.