დღეს ჩვენ მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აღარ ჩამოვალთ – ვარლამ გოლეთიანი

“ჩვენ დღეს მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აღარ ჩამოვალთ”- ამის შესახებ, ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციაზე, “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

“ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს შედეგს, ამას დღევანდელი დღეც მოწმობს. ჩვენ დღეს მივდივართ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ. თუ საჭირო გახდება, აქ გავაგრძელებთ ბრძოლას.

შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა, ამიტომ, ახლა მთავარია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, ეს უკავშირდება წასვლას ბრძოლის ხაზზე”, – აღნიშნა გოლეთიანმა.