დღეს 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ისევ ამოქმედდა

პირველი იანვრის 21:00 საათიდან ქუჩაში გასვლა ისევ აკრძალულია  და მოქალაქეები გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საღმოს ცხრა საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით, ერთი ღამით, 31 დეკემბერს მოიხსნა. იგივე გამონაკლისი იმოქმედებს 6 იანვრის ღამესაც.