დღეში 60-70 კაცი იღუპება, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე – ლომჯარია

რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება, – თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

„დღეს, როდესაც 60-70-ზე გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ არ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ, რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება, ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია.

მე ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ საკითხის სადისკუსიო საკითხად წამოწევას, მაშინ, როდესაც ასეთი ტრაგიკული, ასეთი რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონდა?არაფერი გვაქვს ხელთ, გარდა იმისა, რომ ამ სიტუაციაში იყოს უფრო მკაცრი რეგულაციები, თუნდაც დროებით. მე არ ვგულისხმობ ხანგრძლივად, მაგრამ როდესაც დღეში 60-70 კაცი იღუპება, ჩვენ არ გვყავს ვაქცინირებულების სათანადო რაოდენობა, არ შეიძლება, ყველაფერი იყოს ღია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.