ევერესტი თითქმის ერთი მეტრით უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ – CNN

დედამიწის უმაღლესი წერტილი ევერესტი 0.86 მეტრით მეტია იმაზე, ვიდრე ეს აქამდე ოფიციალურად იყო ცნობილი. ამის შესახებ ნათქვამია ნეპალისა და ჩინეთის მიერ გაქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

ორი ქვეყნის მიერ ევერესტის ახალი სიმაღლე გამოცხადდა და ის 8 848.86 მეტრს შეადგენს. მანამდე ევერესტის ოფიციალურ სიმაღლედ 8848 მეტრი ითვლებოდა.

ევერესტი მდებარეობს ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე.

“შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ევერესტის ყველაზე ზუსტი სიმაღლეა, რომელიც აქამდე გვქონია. ეს ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩვენთვის საამაყო მომენტია”, – განაცხადა სუშილ დანგომლა, ნეპალის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელმა.

ზოგიერთი გეოლოგი და მკვლევარი თვლიდა, რომ 2015 წლის მიწისძვრის შემდეგ, შესაძლოა ევერესტის სიმაღლე შემცირებულიყო, თუმცა ბოლო გაზომვამ საპირისპირო შედეგი აჩვენა