ევროკავშირის ქვეყნები კოვიდპასპორტების მოქმედების ერთიან ვადას დაადგენენ

ევროკავშირის ქვეყნები  კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატების მოქმედების ვადების უნიფიცირებას აპირებენ. ეს სერთიფიკატები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისა და საჯარო ადგილებში შესაშვებად აუცილებელია. ევროკავშირის კომისიამ, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს ქვეყნებს შესთავაზა კოვიდსერთიფიკატის ერთიანი – ცხრათვიანი ვადა დააწესონ, რომელიც ბოლო აცრის მომენტიდან აითვლება. ეს სერთიფიკატი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იმოქმედებს.

ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აუცილებელია ერთიანი მიდგომა, რათა ტურისტულ ინდუსტრიაში კოლაფსი აიცილონ თავიდან.

ამჟამად ყველა ქვეყანა დამოუკიდებლად ადგენს ვაქცინაციის სერთიფიკატის მოქმედების ვადებს. მაგალითად, საფრანგეთში და კვიპროსში ეს ვადა ბოლო აცრიდან შვიდი თვეა, საბერძნეთში – 6 თვე.

თუ შეთანხმებას ხელი მოეწერება კოვიდ ვაქცინაციის სერთიფიკატის ერთიანი ვადის შესახებ ახალი წესები მომავალი წლიდან ამოქმედდება.