ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

“ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას “- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ. საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით. მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია”, – აღნიშნავს ევროკომისარი.