ევროკავშირი უკრაინას 1.2 მილიარდი ევროთი დაეხმარება

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას რუსეთთან კონფლიქტით გამოწვეული ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

“დღეს ვაცხადებ ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს, როგორც გადაუდებელი სესხების, ასევე გრანტების სახით. პირველი, კომისია სთავაზობს ახალ გადაუდებელ მაკროფინანსური დახმარების პაკეტს 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინას კონფლიქტისგან გამოწვეული ფინანსური საჭიროებების მოგვარებაში. იმედი გვაქვს, რომ საბჭო და ევროპარლამენტი მიიღებენ ამ საგანგებო პაკეტს რაც შეიძლება მალე”,- თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკრაინა თავისუფალი და სუვერენული ქვეყანაა და ევროკავშირი გააგრძელებს მის გვერდით დგომას.

ევროკომისიის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ ევროპის საბჭო აღნიშნულ პაკეტს დაამტიცებს, უკრაინა ტრანშის პირველ ნახევარს, 600 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ მიიღებს.