ევროკავშირმა შესაძლოა რუსული ნავთობის ემბარგო გადაავადოს–Bloomberg

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოდის წინადადებით რუსულ ნავთობზე ემბარგო გადავადდეს. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომელთა ვინაობა არ სახელდება. გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელმა სახელმწიფოებმა წამოაყენეს ეს იდეა.

ემბარგოს შესაძლო გადავადების მიზეზი უნგეთის პოზიციაა, რომელიც აქამდე ბლოკავს შეზღუდვების შემოღებას. ჟურნალისტების ინფორმაციით, თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს აზრი შეაცვლევინოს ვიქტორ ორბანს, მოუწევს ემბარგო გადაავადოს, რათა სანქციების მეექვსე პაკეტის დანარჩენი ნაწილის რეალიზაცია დაიწყოს.

ნავთობის ემბარგოს გარდა, სანქციების მეექვსე რაუნდი შეიცავს კიდევ სამი რუსული ბანკის საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა SWIFT–იდან გათიშვას, ასევე საკონსულტაციო და საკომუნიკაციო მომსახურებების აკრძალვას რუსული კომპანიებისთვის.

როგორც ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, ნავთობის ემბარგოზე უარის თქმის იდეა უკვე იღებს მხარდაჭერას. ამის მიუხედავად, ევროპული მთავრობები კვლავ ცდილობენ სანქციების მთელი პაკეტი დაამტკიცონ, მათ შორის ნავთობის ეტაპობრივი აკრძალვა. ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ორშაბათს, 16 მაისს მიღებენ, როცა ევროკავშირის საგარეო მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან. სანქციების პაკეტის დასამტკიცებლად მას ევროკავშირის 27–მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მას მხარი.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა შეშფოთებულია იმით, რომ ემბარგოზე თუნდაც დროებითი უარი შესაძლოა ევროპული სახელმწიფოების სისუსტედ იქნას აღქმული.

მანამდე ორბანი აცხადებდა, რომ ნებისმიერი აკრძალვა რუსეთის ნედლეულზე ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე უნდა განიხილონ. შემდგომი სამიტი მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებდა სატელეფონო საუბარში ვიქტორ ორბანთან ნავთობის ემბარგ განეხილა. ურსულა ფონ დერ ლაიენმაც განაცხადა, რომ ხედავს პროგრესს უნგეთთან მოლაპარაკებაში რუსული ნედლეული აკრძალვასთან დაკავშირებით.