ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოვიდა

“ფორმულას” ინფორმაციით, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. ის კაფეში ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილთან ერთად დააფიქსირეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით ჩამოვიდა ის ქვეყანაში.

მანამდე ევროპარლამენტარმა არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩაერთვებოდა.