ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს

ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, “მწვანეების“ წევრი ჰაიდი ჰაუტალა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს. ის ამის შესახებ ტვიტერზე წერს.

„მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ“, – წერს ჰაუტალა.

ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები 178–ე დღეა აპროტესტებენ ნამოხვანში ჰესის მშენებლობას. მათ მთავრობის წარმომადგენლები ქუთაისში 16 აპრილს შეხვდნენ, რის შემდეგაც დრო ითხოვეს, რათა პრემიერთან კონსულტაცია გაევლოთ.

აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ვადა ამოიწურა, მთავრობისგან კი კონკრეტულ პასუხს ელოდებიან. ადგილობრივები ითხოვენ, პროტესტის გაგრძელების საშუალება სოფელ ნამოხვანში შეძლონ, რათა დიალოგი გაგრძელდეს.