“როდესაც ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა. როდესაც ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთისკენ სვლა. ევროპაში შენი ადგილი არაა”

ამის შესახებ, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი ტვიტერზე წერს, რითიც ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრს კორუმპირებული უწოდა.