ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, რიკ დემსი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. ის შეხვედრებს ორი დღის განმვალობაში, 27 და 28 ივლისს გამართავს.

რიკ დემსი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ მინისტრს, ასევე, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. შეხვედრები გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთანაც.

გარდა ამისა, დემსი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებსაც შეხვდება.