ევროპული საქართველო ირაკლი კიკნაველიძემაც დატოვა

ევროპული საქართველო კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემაც დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

“მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის”, – წერს კიკნაველიძე.

ცნობისთვის, 10 აპრილს ევროპული საქართველო მრავალმა წევრმა დატოვა, მათ შორის, გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ, გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილი და სხვებმა.

10 აპრილის ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.