ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო

გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში მიიღო.

“ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი”, – წერს მამალაძე.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.