ეკატერინე ტიკარაძე მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს. “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრი მისი თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

რაც შეეხება ტიკარაძის ნაცვლად ჯანდაცვის სამინისტროს ერთერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ამირან გოგიტიძის, დანიშვნას, მინისტრი ამბობს, რომ ის წარმატებული კადრია.

“ძალიან კარგი კადრია ამირან გოგიტიძე, ძალიან პროდუქტიული და ძალიან დადებითი პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალი”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.