ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა.

“კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა, ვიცით რომ ვაქცინის წარმოებაც ლიმიტირებულია. სანამ ვაქცინის შეძენა მოხდება, ქვეყანას აქვს განსახორციელებელი გარკვეული ღონისძიებები და ეს ეხება ვაქცინის ტრანსპორტირების და განთავსების კომპონენტს. ჩვენ, ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ კონკრეტულად ამ გეგმაზე და მაშინ, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, შეუფერხებლად მოხდეს მისი რეგიონებზე გადანაწილება და უსაფრთხო განთავსება.მოქალაქისთვის იქნება უფასო, ზოგადად, ვაქცინაცია ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის ბაზა, აქედან გამომდინარე მთავრობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.