“ეკლესიაში მშვენივრად ესმით, რომ ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი დღეს რაც ხდება. ისინი ამას არ ამბობენ ხმამაღლა და არ იტყვიან, იმიტომ რომ მხარდაჭერას დანარჩენ საზოგადოებაშიც ვერ ხედავენ. ისინი აღმოჩნდნენ სრულიად მარტო უზარმაზარი პრობლემების წინაშე, აფექტის მდგომარეობაში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესია ხელისუფლებაზე ახლა არის ძალიან გამწარებული, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს, დასაკარგი ბევრი რამ აქვთ. დრო დადგება, როცა ეკლესია მოუღებს ამათ ბოლოს, ეკლესია არ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს და ამ ხელისუფლებას, იმიტომ კი არა, რომ უსმენდნენ, იმიტომ, რომ ვერ დაიცვეს”

განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “კავკასიის” ეთერში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე.