ეკლესია ნამდვილად არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ეკლესია პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა. სესიაშვილი ისურვებდა, რომ პოლიტმედიამ, რომელსაც მისი აზრით, არ აქვს მორალური სტანდარტები, ეკლესია პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩაერიოს.

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტმედიას უმეტეს შემთხვევაში არ აქვს მორალური სტანდარტები, მაინც ვისურვებდი, რომ ეკლესია არ ჩარიოთ თქვენ, თორემ თავად ეკლესია ნამდვილად არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში. ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი, თითოეული ჩვენთაგანის სულიერ ცხოვრებაში და მე მას ყოველთვის პატივს ვცემ”,– განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს პრემიერმინისტრმა გახარიამ მეუფე გრიგოლთან ერთად ფოტოები გადაიღო. სასულიერო პირების ნაწილისა და ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ეკლესიის გავლენის გამოყენებას ცდილობს.