ეკლესია ყოველთვის მიაგებს პატივს ხელისუფლებას – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ ეკლესია ხელისუფლებას ყოველთვის პატივს მიაგებს. ამის შესახებ მან  ტელეკომპანია “ფორმულას”  ეთერში  განაცხადა.

“ჩვენ შევხვდით ხელისუფლებას. პატივი უნდა მივაგოთ პრემიერს, დედაქალაქის მერს. ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს ხელისუფლებას, ეს პირველი საუკუნიდან გადმოცემული სიტყვებია, თუმცა მაშინ წარმართი მეფეები იყვნენ, რომ ის ვალდებულია დაიცვას, მშვიდობა, ერთობა, სამართალი. ჩვენ ამას მივესალმებით”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

მიტროპოლიტი იოანე პრორუსული შეხედულებებითა და გამონათქვამებით არის ცნობილი. ბოლო პერიოდში ის აქტიურობდა მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო მრევლს ზიარებისა და ტაძარში მისვლისგან თავშეკავება ურჩიეს.