ელენე ხოშტარია რეაბილიტაციისთვის ნიუჰოსპიტალში გადაჰყავთ – VIDEO

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რეაბილიტაციისთვის ნიუჰოსპიტალში გადაჰყავთ. ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა და მისი ერთადერთი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო.

რამდენიმე საათის წინ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.