ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია. ვახო კალოიანს მხარდაჭერის და დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება, არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა”. – წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბერს დაიწყო და 19 ნოემბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.