ელისაბედ II კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ კანადის პრემიერს შეხვდა

დედოფალმა ელისაბედ II-მ კორონავირუსის გადატანის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა – მას უინძორის სასახლეში კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ესტუმრა.

95 წლის დედოფალს COVID-19 დაუდასტურდა 20 თებერვალს, პირველ მარტს კი გამოჯანმრთელდა.

სამეფო ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს თაიგული ლურჯი და ყვითელი ყვავილებით – უკრაინის დროშის ფერებში.

ჯასტინ ტრუდო ამ კვირაში მოგზაურობს ევროპაში, რათა გამოხატოს კანადის სოლიდარობა უკრაინის მიმართ ევროპის ქვეყნებში.