თხოვონ ელისაშვილს, 2 სთ-ით სახინკლეში წავიდეს და ჩაატარონ სხდომა პარლამენტში – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ეხმიანება.

“კომიკურია, რომ უმრავლესობა სხდომებს ჯიუტად ოფისში მართავს და იწყება ერთი გამიშვი-გამატარე…

თხოვონ ელისაშვილს ორი საათით სახინკლეში წავიდეს და ჩაატარონ პარლამენტის შენობაში. ვინ უშლის ხელს?”,- წერს ხუხაშვილი Facebook-ზე.