ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.მემორანდუმს ხელი მათ დღეს, 18 ივნისს მოაწერეს. ისინი საერთო პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ანა დოლიძეს  სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დაფუძნებ მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით,რომ ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან, მას კანონი უკვე დარღვეული აქვს.