ემანდ ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, “მეუფე” – სააკაშვილი მეუფე იაკობს

“ემანდ ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, “მეუფე” – ასე ეხმაურება, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ” ქართველი კაცი ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებს ხელში”.

“ემანდ ფრთხილად ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა “მეუფე”. იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას! მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას.”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.