ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მაკრონი თვითიზოლაციაში გადავიდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.