ემა, გაწიე თავი, თავიც არ დაკარგო – წულუკიანი “მთავარის” ჟურნალისტს

“როგორა ხარ, ემა? როგორ? სვანური იცი? მომენატრე… ემა, გაწიე თავი, თავიც არ დაკარგო”,– ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას.

მინისტრმა ემა გოგოხიას რამდენიმე თვის წინ მიკროფონი წაართვა და რამდენიმე თვის განმავლობაში არ უბრუნებდა. შსს-ს სხვისი ქონების მისაკუთრების ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია.