ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეები 4000 ლარს მიიღებენ – სახელმწიფო პროგრამა

2021 წლის 16 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადებებს იღებს.

ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ.

პროგრამის მიზანია ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში გაგრძელდება 2021 წლის 4 აპრილის ჩათვლით.