ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობის ოფისში” ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ისინი განიხილავენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც მომდევნო კვირას გაიმართება: სამთავრობო შენობების პიკეტირება და სირცხვილის დერეფნები.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, ისინი აპირებენ განიხილონ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტისას მასთან შეხვედრის დეტალებიც.

“შარლ მიშელის ჩამოსვლას ველოდებით ოპოზიციის წარმოამდგენლები, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩარევა, რადგან ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილით სათავეში სრულიად დასულია ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს”, – თქვა თამარ კორძაიამ.